Ausbildung in Deutschland
Ausbildung გერმანიაში: პროფესიული გზა ქართველებისთვის
Ausbildung გერმანული პროფესიული განათლების სისტემაა, სადაც თეორიულ სწავლას პრაქტიკულ მუშაობას უთავსებ დამსაქმებელთან. ბევრი ქართველისთვის ეს უნივერსიტეტის საინტერესო ალტერნატივაა.
მე გეხმარები მთელ გზაზე — პროფესიისა და დამსაქმებლის შერჩევიდან საბუთებამდე, გასაუბრებამდე და სავიზო პროცესამდე.
რა არის Ausbildung?
Ausbildung აერთიანებს სწავლას პროფესიულ სკოლაში (Berufsschule) და პრაქტიკულ მუშაობას კომპანიაში. ამიტომ ამ გზაზე მთავარია არა მხოლოდ სასწავლებელი, არამედ დამსაქმებელი, რომელიც გაძლევს სასწავლო ხელშეკრულებას (Ausbildungsvertrag).
ხანგრძლივობა და ანაზღაურება პროფესიის მიხედვით განსხვავდება: ჩვეულებრივ 2-დან 3,5 წლამდე. 2026 წელს დაწყებული Ausbildung-ის მინიმალური ანაზღაურებაა 724 € პირველ წელს, 854 € მეორეში, 977 € მესამესა და 1 014 € მეოთხეში.
BIBB-ის მონაცემით, 2025 წელს საშუალო ანაზღაურება 1 209 € იყო თვეში (ბრიტო, კოლექტიური ხელშეკრულების მქონე კომპანიებში).
ვისთვის არის Ausbildung?
- მათთვის, ვისაც პრაქტიკული პროფესია და სწრაფად შრომის ბაზარზე გასვლა სურს
- მათთვის, ვისაც გერმანულის სწავლისა და გერმანიაში გრძელვადიანი ცხოვრების მზაობა აქვს
- მათთვის, ვისთვისაც უნივერსიტეტი ამ ეტაპზე სწორი გზა არ არის
ენის მოთხოვნები
B1 არის დონე, რომელსაც სავიზო პროცესი ჩვეულებრივ ითხოვს — თუ სასწავლებელმა ენა უკვე არ შეამოწმა ან მოსამზადებელი გერმანულის კურსი არ გაგივლია. B2 ზოგადი სავიზო მოთხოვნა არ არის.
დამსაქმებლის მოთხოვნა პროფესიაზეა დამოკიდებული: ერთიანი ოფიციალური დონე არ არსებობს, ამიტომ თითოეული ვაკანსიის პირობას ცალკე ვამოწმებთ.
ჩემს გერმანული ენის კურსზე 8 გაკვეთილიანი ბლოკებით მიზნობრივად ემზადები სასურველი დონისთვის.
ოფიციალური წყაროები
ნაბიჯ-ნაბიჯ: როგორ მიმდინარეობს პროცესი
- 1. პროფესიის შერჩევა შენი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით
- 2. დამსაქმებლების მოძიება და განაცხადები
- 3. საბუთების მომზადება: CV (Lebenslauf), სამოტივაციო წერილი, სერთიფიკატები
- 4. გასაუბრებისთვის მომზადება
- 5. Ausbildungsvertrag-ის მიღება
- 6. სავიზო პროცესი და სამუშაო ნებართვის საფუძვლები
საბუთები
- გერმანული სტანდარტით შედგენილი CV (Lebenslauf)
- სამოტივაციო წერილი (Anschreiben)
- სკოლის ატესტატი და სხვა სერთიფიკატები — თარგმანით, საჭიროებისამებრ
- ენის სერთიფიკატი
- ატესტატის აღიარება — ზოგადი მოთხოვნა არ არსებობს: ორმაგ Ausbildung-ს კანონი კონკრეტულ ატესტატს არ სთხოვს. თუ დამსაქმებელი კონკრეტულ ატესტატს ითხოვს ან სწავლა სკოლის ტიპისაა, აღიარება საჭიროა — მას ფედერალური მხარის უფლებამოსილი ორგანო აკეთებს
ვიზა Ausbildung-ისთვის
Ausbildungsvertrag-ის მიღების შემდეგ იწყება სავიზო ეტაპი: იძენი ეროვნული ვიზა Ausbildung-ისთვის, შემდეგ კი ბინადრობის ნებართვა § 16a AufenthG-ის საფუძველზე.
ეროვნული ვიზის საფასური 2026 წელს ზოგად შემთხვევაში 75 €-ია. განაცხადი გერმანიის საელჩო თბილისში, კონსულარის პორტალის (Auslandsportal) საშუალებით.
რა შედის ჩემს მხარდაჭერაში
პაკეტის „Ausbildung გერმანიაში“ ფასია €250 (ფიქსირებული). სახელმწიფო მოსაკრებლები, თარგმანი და აპოსტილი ფასში არ შედის.
- პროფესიისა და დამსაქმებლის შერჩევა
- საბუთების მომზადება
- გასაუბრებისთვის მომზადება
- სავიზო პროცესი
მზად ხარ შემდეგი ნაბიჯისთვის?
დაჯავშნე კონსულტაცია ან მომწერე WhatsApp-ზე — ერთად დავგეგმავთ შენს გზას.