დავით ინვიას საგანმანათლებლო, საკონსულტაციო ცენტრი არის კომპანია, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს თითოეული ეტაპის მშვიდად და წარმატებით დაძლევაში ეხმარება.
კონკრეტულად: მომხმარებლებს ვუწევთ სრულ მხარდაჭერას, დაწყებული წინამოსამზადებელი ეტაპით, რომელიც პროფესიის განსაზღვრას, პროგრამების და უნივერსიტეტების შერჩევას და სტიპენდიების ძიებას გულისხმობს, გაგრძელებული სააპლიკაციო, სავიზო პერიოდებით და დამთავრებული ადაპტაციით.
თითოეული ეტაპი მოითხოვს სერიოზულ და კომპლექსურ მიდგომას ჩვენი მხრიდან, რადგან ისინი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.
როდესაც ჩვენთან მოდის მომხმარებელი, პირველ რიგში ჩვენ მის შემთხვევას ვეცნობით და უშუალოდ მასზე მორგებულ ინდივიდუალურ გეგმას ვადგენთ. ამის შემდეგ ვიწყებთ გეგმის განხორციელებას.
აქვე გვსურს წარგიდგინოთ ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტი, რომელიც მოიცავს ნაბიჯ-ნაბიჯ გაიდს, სადაც თითოეული ეტაპი ჩვენი დამფუძნებლის პირად და ჩვენი მომხმარებლების გამოცდილებაზე დაყრდნობითაა შედგენილი, თანაც რეალურ შემთხვევებსაც განიხილავს პრაქტიკიდან.
ასე, რომ ჩვენს ექსკლუზიურ კურსს ნამდვილად უნდა გაეცნო: კურსი საზღვარგარეთ სწავლის შესახებ
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში, ან ვოცაპზე: +995599066647
