
დავით ინვია – კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი ქაუნსელორი
კომპანია დავაფუძნე, რათა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს ყველა რთული ეტაპი გაგიმარტივოთ. შენ მიერ ევროპაში სწავლის მშვიდად გაგრძელება ჩემი მიზანია, რომელსაც აბსოლუტურად ყველა მომხმარებელთან ერთად ვაღწევ.
ჩემი სახელია დავით ინვია, ვსწავლობ ავსტრიაში, Carinthia University of Applied Sciences-ში, ბიზნესფსიქოლოგიის პროგრამაზე. ახლაც მახსოვს, მე-9 კლასში რომ ვიყავი და საზღვარგარეთ სწავლაზე დავიწყე ფიქრი. ზუსტად იქიდან მოყოლებული მიმაჩნია, რომ გერმანულენოვანი სივრცე უმაღლესი განათლებისთვის იდეალური ვარიანტია – უმაღლესი სტანდარტი უფასოდ, ან ძალიან ხელმისაწვდომად. თანაც შესაძლებლობა გაქვს, რომ კვირაში 20 საათამდე იმუშაო და მინიმუმ 1000 ევრომდე გამოიმუშავო. საკმარისია ეს თანხა ცხოვრებისთვის? კი, პირადი გამოცდილებით გიმხელთ, რომ მე თვეში 900 ევრომდე მეხარჯება. შესაბამისად სავსებით შესაძლებელია ხარჯების არა მხოლოდ ანაზღაურება, არამედ აგრეთვე თანხის მოგროვებაც.
ჩვენს სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ინფორმაცია სწავლის გაგრძელების შესახებ. ინფორმაციები დაემატება და პერიოდულად განახლდება ამ საიტზეც.
თუ გსურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების ნაბიჯ-ნაბიჯ გაიდი, სადაც თითოეული ეტაპი ჩემს პირად და ჩემი მომხმარებლების გამოცდილებაზე დაყრდნობითაა შედგენილი, თანაც რეალურ შემთხვევებსაც განიხილავს პრაქტიკიდან, მაშინ ჩვენს ექსკლუზიურ კურსს უნდა გაეცნო: კურსი საზღვარგარეთ სწავლის შესახებ
მადლობას გიხდით კომპანიის სახელით, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებელი ხართ.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში, ან ვოცაპზე: +995599066647
