სტაჟირება მარკეტინგში
სამუშაო ფორმატი: დისტანციურიდაწყება: დაუყოვნებლივ ან შეთანხმებითსამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი, მოქნილი სამუშაო საათები შესაძლებელია
DI Counseling ეხმარება ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ავსტრიასა და გერმანიაში სწავლის დაწყებაში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ინდივიდუალურ კონსულტაციებს, სააპლიკაციო პროცესებში, სავიზო პროცესში და ადაპტაციაში დახმარებას: ქართველი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის საზღვარგარეთ სწავლის დაწყების გზის გამარტივება.
შენი მოვალეობები
- Instagram-ისთვის, Facebook-ისთვის და TikTok-ისთვის კონტენტის მომზადებაში დახმარება
- Reels, Stories, Carousels და პოსტების შექმნაში მონაწილეობა
- კონტენტ-გეგმის მომზადებაში დახმარება
- Community-ს მართვასა და კონტენტის მომზადებაში მხარდაჭერა
- ახალი იდეების მოფიქრება reach-ის, ლიდების და ბრენდის ზრდისთვის
შენგან ველით
- ინტერესი მარკეტინგის, სოციალური მედიის და კონტენტის შექმნის მიმართულებით
- გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნა განიხილება უპირატესობად
- პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და დამოუკიდებელი მუშაობა
- კრეატიულობა და ახალი ფორმატების გამოცდის სურვილი
- ახალგაზრდული აუდიტორიისა და ციფრული კომუნიკაციის ზოგადი გაგება
- Canva-ს, Instagram-ის ან მსგავს ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება
რას გთავაზობთ
- კომპანიის შემოსავლის 20% მარკეტინგის სტაჟიორთა გუნდს გადაუნაწილდება
- საერთაშორისოდ გაფართოებად კომპანიაში მუშაობა
- ჩვენს სერვისებზე უფასო წვდომა
- მოქნილი ნახევარ/პარტ-ტაიმ განაკვეთი — რემოუთ
- რეალური, პრაქტიკული გამოცდილება — შექმნი/განავითარებ ბრენდის მარკეტინგულ პროექტებს (სოციალური მედია, კონტენტი, მარტივი კამპანიები)
- პრაქტიკული ცოდნა დიჯითალ მარკეტინგში: კონტენტის შექმნა, ანალიტიკა, Meta/Google Ads-ის მართვა
- შესაბამისი შედეგების შემთხვევაში, კომპანიის ძირითად გუნდში მუშაობის დაწყება
